რეზონანსი
25.05.2019

 (რეზონანსი) სქემ-მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში ისრაელში ქართველების ყოფას აღწერს:

"ეს წუთია დავბრუნდი ისრაელიდან, საიდან დავიწყო და რა ვთქვა ,ცხოველს არ მოექცევიან, როგორც ქართველებს ექცეოდნენ.

ისრაელში საქართველოს საკონსულო არის უნამუსო უსინდისო და არა ადამიანები. 3 დღე გაგვაჩერეს არა წყალი არა საჭმელი არა ადამიანური მოპყრობა .ქართველი ქალები რომლებიც ციხეებში სხედან პატრონი არ ყავთ ,ორსული ქალბატონი იყო ჩვენთან ერთად, წამალს ითხოვდა კინაღამ მუცელი მოეშალა წამალი და წყალი არ მისცეს.

მათი მხრიდან ყვირილი შეურაცხყოფა, არადამიანური დამოკიდებულება ,უკავშირდებოდი საქართველოს საკონსულოს და არანაირი რეაგირება უყურადღებობა მათი მხრიდან.

იქ დარჩენ ციხებში და საბაჟოზე ქართველი ქალები რომლებიც 1 თვეა და მეტია, ელოდებიან გამოფრენას და ყურადღებას არ აქცევენ. შველას ითხოვენ და პატრონი არ ყავთ ,ამ ქვეყანაში არის ვინმე, ვინც თავის მოქალაქეების ბედი ადარდებთ ?15 ქართველი ვიყავით და ერთი სკამი მოგვცეს მორიგეობით რომ დავმჯდარიყავით. ესა ისრაელი და მათი დამოკიდებულება ქართველების მიმართ .საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თქვენ ხართ უყურადღებო და უპასუხისმგებლო ადამიანების თავშეყრის ადგილი, იმათ მაინც დაეხმარეთ იქ ვინც დარჩნენ."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×