რეზონანსი
25.05.2019

 (რეზონანსი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში შინაური ფრინველი იხოცება.

დაავადება, რომელიც სწრაფად პროგრესირებს, ფრინველს სამი დღის განმავლობაში კლავს. დაავადების გავრცელებამ უკვე ათობით ოჯახი დააზარალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო, ის ფრინველებიც დახოცეს, რომლებიც ავად ჯერ არ იყვნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი მესხიშვილის ინფორმაციით, ფრინველებში, სავარაუდოდ, ნიუკასლის დაავადება გავრცელდა. ნიუკასლის დაავადება აირწვეთოვანი გზით გადადის, ამიტომ გავრცელების თავიდან აცილება დეზინფექციითაა შესაძლებელი.

ჩვენ კანონი არ გვავალდებულებს, მაგრამ თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით-თქვა მესხიშვილმა. ადგილობრივ მოსახლეობას სურსათის სააგენტოს წარმომადგენლებისათვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. ისინი ფრინველის თვითნებურ მკურნალობას ამჯობინებენ.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×