რეზონანსი
25.05.2019

 (რეზონანსი) 7 თვის ჩვილის მკვლელობაზე დაკავებულ არასწრულწლოვანს გარესამყაროსთან კონტაქტი შეეზღუდა. გადაწყვეტილება გამომძიებელმა მიიღო. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

მოკლული ჩვილის დედის მონახულებას მხოლოდ ადვოკატი შეძლებს. გადაწყვეტიყილება საქმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე მიიღეს.

არასრულწლოვანს ბრალი 11-ე პრიმა მუხლით და 109-ე მუხლის მე 2 ნაწილის ბ და ვ ქვეპუნქტების მიხედვით აქვს წაყენებული, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×