რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩის გავლით იმოძრავებს. გარდა ამისა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო, წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩა N11-თან დაასრულებენ.27 მაისიდან რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×