რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) ევერესტის მწვერვალზე მიმავალ გზაზე ადამიანების ცოცხალი რიგი წარმოიქმნა, რის გამოც ორი ალპინისტი დაიღუპა.

CNN-ის ცნობით, ალპინისტი ანჯალი კულკარნი მწვერვალიდან ჩამოსვლისას, უკანა გზაზე დაიღუპა. მთამსვლელები, რომლებიც სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყენებენ, ამბობენ, რომ საცობში დაახლოებით 320 ადამიანი იდგა

გავრცელებული ცნობით, ევერესტზე ხალხმრავლობა კარგმა ამინდმა გამოიწვია და მწვერვალზე ასვლა ბევრმა ალპინისტმა გადაწყვიტა.

მედიის ცნობით, ამჟამად ყველა მთამსვლელი, რომელიც საცობში მოჰყვა, სამშვიდობოს გავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×