რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილზე წერს.

"ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა. მას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია. შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან - ზვიადის ემოციური ბმა საქართველოსთან, შევარდნაძის ბალანსირების უნარები, სააკაშვილის ინსტიტუციური მშენებლობის დინამიკა და მოეშორებინა მათი სისუსტეები. კომპეტენცია არ ეყო და მთლიანად შეისრუტა, თავისი პლიუს-მინუსებით. ახლა მასში სამივე ცხოვრობს და ეს არის მისი რეალური გუნდი. ხან ზვიადია, ხან ედუარდი და ხან მიშა.

ერთი რამეა უცვლელი, რაც სამივეს აერთიანებს - ძალაუფლება. თვითონ ბიძინა აღარ არსებობს. ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს, ხან შევარდნაძე ალაგებს და აბალანსებს შიდა თუ გარე ინტერეს-ჯგუფებს და ხან ზვიადი თავისუფლების სურნელს გვასუნთქებს. მიშა მაინც ყველაზე მაგარია! ის კი არა, ჰოლანდიაში რომ ცხოვრობს. ის, ბიძინას ქვეცნობიერში რომ ჩაიბუდა", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×