რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

არქიმანდრიტი „სპექტაკლს" უწოდებს იმ განცხადებებს, რაც სამშენებლო სამუშაოების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა და აცხადებს, რომ გზის მშენებლობაზე, რომელიც მიმდინარეობს, სამი ბულდოზერი მუშაობს.

„ფაქტია, რომ ვანდალიზმია. გააკეთა ზალკალიანმა განცხადება, რომელიც არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან ეს განცხადება. მინისტრი გვეუბნება ეს ყველაფერი პრესიდან გავიგე, უნდა გადავამოწმო, რომელი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება გზის გაყვანაო.

აქ ორი ძირეულული შეცდომაა. ჩვენ საუბარი არ ვაქვს დადგენილი საზღვრის ტერიტორიაზე. ცხადია, ეს დადგენილი საზღვრის მონაკვეთში მათ მხარეს რომ ხდებოდეს, აქვთ უფლება აწარმოონ მათთვის სასურველი სამუშაოები, მაგრამ ვინაიდან ჯერ არაა დადგენილი საზღვარი ჩვენს შორის და ეს ტერიტორია სასაზღვრო ზონაა, აქ საერთაშორისო კანონმდებლობით მეზობელ სახელმწიფოს ამ ტიპის სამუშაოების განხორციელების უფლება არ აქვს მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე.

აქაც პრობლემაა, ერთი რომ არ გითანხმებს და მეორე, ესე იგი გითანხმებს და გვიმალავთ. ეს დაუშვებელია საერთაშორისო დონეზე. ესაა ის სავარაუდო ვარიანტები, რაც არსებობს და კითხვები, რომლებსაც პასუხები არ აქვს. თუ ეს სამშენებლო სამუშაოები შეთანხებული არაა და ისე მიმდინარეობს, ამას ჰქვია საერთაშორისო სკანდალი, ეს საქართველომ უნდა გაასაჩივროს და გააგებინოს საერთაშორისო თანამეგობრობას და აზერბაიჯანულ მხარეს მყისიერად მოსთხოვენ პასუხს და გაჩერდება, რატომ არ აკეთებენ ამას?," - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი „ინტერპრესნიუსთან"

როგორც ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილ აცხადებს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა რამდენიმე დღეა, რაც გაჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნული საკითხის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მედიიდან გაიგო და საკითხის დეტალებს გაარკვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×