რეზონანსი
24.05.2019

 თბილისში აპრილის პირველი რიცხვებიდან 17 მაისამდე პერიოდში, 44 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 15 მაისიდან თბილისში გამოძახებები გააქტიურდა.

იმ შემთხვევაში, თუ გველმა ადამიანის უკბინა, საჭიროა ნაკბენის ზედაპირული დამუშავება, რადგან შხამიანი გველები თბილისში არის. შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი განსხვავდება არაშხამიანისგან. შხამიანის გველის შემთხვევაში ადამიანის სხეულზე ორი ნაკბილარი რჩება. არაშხამიანი გველის დაკბენის შემთხვევაში - რამდენიმე ნაკბილარი.

შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში, აუცილებელია დაწვეთ და იყოთ უძრავად, ამ დროში კი გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. რათა, არ განვითარდეს შხამით სისხლის მოწამვლა. რაც შეეხება მკურნალობის პერიოდს - ამ დროის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი. აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. ასევე შესაძლებელია, რომ შხამიანმა ნაკბენმა გამოიწვიოს ალერგიული ფონი და საჭიროა ანტიალერგიული პრეპარატის მიღება.

რაც შეეხება გიურზას ნაკბენს. - თუ გიურზა უკბენს ადამიანს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ იკვლევენ რა რაოდენობის შხამმა შეაღწია ორგანიზმში, ქვეწარმავლის სიდიდეს სწავლობენ და ამის შემდეგ ტოქსიკოლოგი ადგენს რა რაოდენობის ანტიუგიურზენი უნდა შეუშვას ორგანიზმში.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×