რეზონანსი
24.05.2019

 აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის ოჯახის ნათესავები ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტზე საუბრობენ. მიხეილ დვალიშვილის მამიდა ამბობს, რომ გოგონას მეუღლე ხშირად სთხოვდა ენახებინა მიმოწერა, რომელზეც ის უარს აცხადებდა.

„ჯოჯოხეთი გამოგვატარა ამ გოგომ. არ გვინდოდა ოჯახს და ბევრჯერ წინააღმდეგიც ვიყავი მაგ გოგოსი. მერე მემუქრებოდა მიშოს დავაჭერინებ თქვენ თუ მე სახლიდან გამაგდებთო. კამათი მოსდიოდათ ცოლს და ქმარს სულ სმს-ების გამო. რომ მოსთხოვდა ქმარი სმს-ს ვის სწერო, შლიდა. მეგობარს აბრალებდა, მაგრამ ეს სთხოვდა მაჩვენე, აბა, ის მეგობარი ვინ არისო. სულ ეჭვის ქვეშ იყო, მაგრამ ამას დედამისი აჩუმებდა - არაფერი უთხრა, მიწეროს, ვის რას მიწერს ისეთს და რას გააკეთებსო. ვერ დაიჯერებდა დედამთილი იმას, რომ ეს გოგო ბიჭებს სწერდა სმს-ებს“, -განაცხადა მიხეილ დვალიშვილის მამიდამ ნონა დვალიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×