რეზონანსი
24.05.2019

 თბილისში, იაშვილის ქუჩაზე საპატრიარქოს ანტინარკოტიკული ცენტრის ყოფილ შენობაში 30-მდე სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახი შეიჭრა. ადგილზე იმყოფეობა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომელთა მოთხოვნის მიუხედავად შეჭრილმა ოჯახებმა საცხოვრებელი კორპუსი არ დატოვა.

ისინი ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.

„როცა ხმები სჭირდებათ, მოდიან, მოგვეფერებიან, როცა არ სჭირდებათ ხმები არავის ახსოვხარ. ამ შენობას ცეცხლის ალში გავხვევ! არ მაინტერესებს, სანამ არ მოვა მთავრობა და ჩვენ ადამიანურად არ გაგვცემს პასუხს" - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×