(რეზონანსი) საბერძნეთში მოკლული ქეთი სუთიძე საბერძნეთიდან საქართველოში გადმოასვენეს.
საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის მკვლელობის დეტალებზე ბერძნული მედია ახალი დეტალებისა და მკვლელობის სავარაუდო მიზეზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ბერძენი სამართალდამცველების ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ყოფილი მეუღლის ეჭვიანობა გახდა. ,, 7 თვის ფეხმძიმე უცემია, ქეთი ამას ბავშვების გამო მალავდა”, – საბერძნეთში მოკლული გოგონა ყოფილი მეუღლისგან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო.
მკვლელობის დღეს ქეთი სუთიძემ შვილები წაიყვანა სკოლაში და დაბრუნდა კალითეაში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მივიდა შალვა ქათამაძე. მათ შორის მოხდა მწვავე დაპირისპირება. ქათამაძემ საწოლზე დააბა ყოფილი მეუღლე, მოიხსნა ქამარი და გაგუდა. შემდეგ ცხედარს დააფარა საბანი, კარები გარედან ჩაკეტა და გაუჩინარდა.