რეზონანსი
23.05.2019

 (რეზონანსი) გლდანში, „ა“ მიკრორაიონში, „ორი ნაბიჯის“ ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დამნაშავეებმა მაღაზიიდან პროდუქტები მოიპარეს.

გამთენისას კი „ორი ნაბიჯის“ ამავე ფილიალში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ქურდობა ცეცხლის გაჩენას.

როგორც „პრაიმტაიმს შსს-ში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს 177-ე - ქურდობის მუხლით და ასევე 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი „ორი ნაბიჯის“ საწყობში გაჩნდა. მათი ინფორმაციით, დამწვარია 4 კვ/მ ფართობი.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×