რეზონანსი
23.05.2019

 (რეზონანსი) საპენსიო ასაკს მიღწეული ასეულობით მასწავლებელი, გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, ჯილდოდ ორი წლის ხელფასის მიღებას და პენსიაზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ცხელ ხაზზე ზარები საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან. მართალია, ისინი დარეგისტრირდნენ გამოცდისთვის, მაგრამ გადაიფიქრეს და რეგისტრაციის გაუქმება სურთ, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და გამოცდაზე გასვლა აღარ უნდათ. სამწუხაროდ, ასე მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ რეგისტრაციის გაუქმებას ვერ ვახერხებთ. ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ თუ რეგისტრაციის გაუქმება უნდათ, ვებგვერდზე ძალიან მარტივი განაცხადის ფორმა დევს. ეს ფორმა შეავსონ, რესურსცენტრს მიაწოდონ და ამის შემდეგ რესურსცენტრი ჩვენ მოგვაწოდებს და რეგისტრაციას გავუუქმებთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×