რეზონანსი
23.05.2019

 (რეზონანსი) „ჩვენთან იმდენად მყიფე ეკონომიკური სიტუაციაა, რომ ჩვენ ახლა ვართ, როგორც ნაფოტი - ტალღაზე მიგდებული,“ - ამის შესახებ BM.GE-ისთან „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლარის კურსის კომენტირებისას განაცხადა. 

„როცა გარეთ კარგი სიტუაციაა, ტალღა მაღლა ადის და მას ნაფოტი მიჰყვება, ცუდი სიტუაცია თუ არის - დაბლა მიჰყვება. ამ საკითხზე მთავრობასთან მაქვს კითხვა - თუ ასე გადაგდებული ნაფოტივით ვართ, მთავრობა რაღაში გვჭირდება?! შესაბამისად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ როდესაც გარემო პირობები ხელსაყრელი არ არის, რისკები წინასწარ დაზღვეული იყოს და ამას ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე ვერ გრძნობდნენ,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×