რეზონანსი
23.05.2019

 მეტროსადგურ „გოცირიძის“ (ყოფილი ელექტროდეპო) ბაქანი გადაიხურება. ამ დროისთვის ის ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. იგეგმება სადგურის კაპიტალური რემონტი.

სამუშაოების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ სადგურის გადახურვას ითვალისწინებს – ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით.

მეტროსადგურის რემონტის ჯამური სავარაუდო ღირებულება ორ მილიონ ლარს აღემატება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის ვადაში უნდა ჩაატაროს.

(1tv.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×