რეზონანსი
23.05.2019

 მსოფლიოში დღეს ე.წ „კანონიერი ქურდის“ ტიტულის მქონე 442 ადამიანია, მათ შორის 252, ანუ 58 პროცენტი ქართველია.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ ავრცელებს. ამავე საიტზე ე.წ. „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში, ძირითადად, ქართული წარმოშობის „ავტორიტეტები“ ლიდერობენ.  

გამოცემის მტკიცებით, ქურდები თბილისიდან, ქუთაისიდან, სოხუმიდან ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ებრძვიან და დაჯგუფებებსაც ქმნიან.

"ამასთან, ბევრი ქართული წარმოშობის ქურდი ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იმყოფება, ან სულ მცირე ერთმანეთის მეზობლები არიან", - წერს „პრაიმ კრაიმი“.

საინფორმაციო პორტალის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსები ამ სიაში – 61 „კანონიერი ქურდით“ მეორე ადგილს იკავებენ.

მესამე ადგილზე სომხები მოხვდნენ, რომლებიც, გამოცემის მტკიცებით, საკუთარ გავლენებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაკლებად აფართოებენ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×