რეზონანსი
23.05.2019

7 თვის შვილის გაგუდვაში ბრალდებული მარიამ შალამბერიძე სოციალურ ქსელში დედა-შვილობაზე აქტიურად წერდა. „კვირა +“ გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

„არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ მეზიზღებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სურვილით, საკუთარი ხელით კლავენ საკუთარ შვილებს“, – წერს მარიამი და აბორტის ფოტოს აქვეყნებს აღწერით: „არა აბორტს“;„ამბობენ, ბედნიერება აბსტრაქტიულიაო, თურმე არა! როგორ უნდა უწოდო ბედნიერებას აბსტრაქტული, როდესაც შენი თვალით უყურებ, უსაზღვრო ტკივილის შემდეგ როგორ მიიხუტებ გულზე ჯერ კიდევ სისხლიან, სამოთხისსუნშემორჩენილ შენს ბედნიერებას და ეს ერთადერთი დღეა, როცა შვილის ტირილზე დედა იცინის“, – აღნიშნული პოსტი მარიამმა 2017 წლის დეკემბერში დაწერა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მარიამ შალამბერიძე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×