რეზონანსი
23.05.2019

 მხარდაჭერისთვის მადლობას ვუცხადებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც, – ეს სიტვები „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ "პირველი არხის" ეთერში წარმოთქვა, როდესაც საქმე ეხებოდა მთაწმინდის არჩევნებს და მათ კანდიდატს შალვა შავგულიძეს.

„პირველ რიგში, ჩვენ მადლობას ვუცხადებთ ყველას და მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ჩვენს ღირსეულ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. მადლობას ვუცხადებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც ამ მხარდაჭერისთვის, თუმცა ეს მხარდაჭერა ჩვენ არაფერს არ გვავალდებულებს. ჩვენ გვაქვს საერთო ბლოკი „ევროპულ საქართველოსთან“ და გვაქვს საერთო სტრატეგიული მიზნები მათ შორის, მეორე ტურისთვის. მათ შორის, 2020 წლის საერთო არჩევნებისთვის და მთლიანად მომავალში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი სტრატეგიული ალიანსისთვის გვაქვს გარკვეული მიზნები. რაც შეეხება სხვა მხარდამჭერებს, ჩვენ მათ მადლობას ვეუბნებით“, – განაცხადა ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×