რეზონანსი
23.05.2019

 ხმაური და სროლა რუსთავში. ერთმანეთს კაფე-ბარ "შარკის" დაცვის თანამშრომელი და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. ნაცემია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. გარდა ამისა დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე გოგონამ და დაცვის თანამშრომელმა. დაპირისპირება ბარში ახალგაზრდების სიგარეტით შესვლას მოჰყვა. ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

"ცეკვავდნენ სამი მეგობარი და რომ წამოვიდნენ, მეცხრამეტე შესასვლელთან დაიჭირეს სამმა დაცვამ მივიდნენ და ბიჭები მაგრად სცემეს და მერე გოგოც. ბიჭები ვიცი, რომ წიხლით არიან ნაცემები და სახეშიც ურტყამდნენ, გოგოს აქვს სახეში გარტყმული. გასროლა მოხდა ბოლოს, უკვე რომ ძალიან შევიდა ჩხუბში და ერთი ამბები მოხდა", -აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×