რეზონანსი
23.05.2019

 ცნობილია 16 წლის გოგოს მდგომარეობა, რომელმაც ამ დილით სოფელ აღაიანში 7 თვის შვილი გაგუდა და შემდეგ სახლიდან გაიქცა. დანაშაულში ბრალდებული მარიამ შალამბერიძეა. მას ბრალი უკვე წაუყენეს.  მარიამ შალამბერიძის ინტერესებს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს. 

ქეთევან გაგოევას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 11-ე პრიმა მუხლით და 109-ე მუხლის მე 2 ნაწილის ბ და ვ ქვეპუნქტების მიხედვით წაუყენეს – უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×