რეზონანსი
22.05.2019

 (რეზონანსი) რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 2020 წლიდან საქართველო შეძლებს ელექტრომობილები აწარმოოს.

ქუთაისში ელექტრო მობილების წარმოების ორგანიზებას, კომპანია „AiProduction" უზრუნველყოფს. „AiProduction" - ის დირექტორი აკაკი მამალაძე "კომერსანტთან" ამბობს, რომ კომპანიას უკვე დაწყებული აქვს წინა სამშენებლო სამუშაოები.

სამშენებლო პროექტი ორ ეტაპად არის განაწილებული. მისი თქმით, „AiProduction" ელექტრომობილების აწყობისთვის საჭირო ყველა ტექნიკა დანადგარის საქართველოში ჩამოტანას გეგმავს.

კაკი მამალაძე ამბობს, რომ მემორანდუმის მიხედვით 4 მოდელის ელექტრო-ავტომობილის წარმოება იგეგმება. ესენია : „New EADO EV460 Sedan", "New EADO Hatchback", "Benni-EV360", "CS55 EV". თუმცა, კომპნაიამ შესაძლოა ჩანგანის მიერ გამოშვებული სხვა მოდელის ელექტრომობილებიც აწარმოოს.

რაც შეეხება ავტომობილის ღირებულებას, კომპანიის დირექტორის თქმით, „კომპანიისთვის ერთერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ ავტომობილებზე ხელმისაწვდომობა. წარმოებული ავტომობილები დააკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, მისი სტილი და კომფორტი შესაბამისია მსოფლიოში ცნობილი მოწინავე მოდელებისა.

კომპაქტი /გოლფ მობილები - საშუალოდ 300 კმ გამავლობით ფასი მერყეობს 13 -17 ათას დოლარამდე

სედანი და ჰეჩბექი მობილები - საშუალოდ 460 კმ გამავლობით ფასი მერყეობს 23-30 ათას დოლარამდე.

ჯიპი - საშუალო გამავლობა 300-400 კმ. ფასი მერყეობს 18 დან 28 ათას დოლარამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×