თამარ შუკვანი
22.05.2019

 აშშ-ს არმიამ შეიარაღებაზე ახალი ელექტრომაგნიტური იარაღი მიიღო, - საკრუიზო რაკეტებს ელექტრონული სისტემების გამორთვისათვის გამოიყენებენ. აშშ-ირანის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ახალი იარაღი ამერიკულმა მხარემ შესაძლოა ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ახალი ელექტრონულ იარაღის მნიშვნელობაზე საუბრობს; მისი თქმით, ეს იარაღი საბრძოლო თვალსაზრისით ნაკლებად გამოიყენება, თუმცა, იგი არ გამორიცხვას, რომ აშშ-მა მეხუთე თაობის შეიარაღება ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს.

„ელექტორტონული იარაღი ნიშნავს გათიშვას. გამოიყენება ჭკვიანი იარაღების წინააღმდეგ და ასევე იმ იარაღები წინააღმდეგ, რომელსაც "ჯიპიეს" სისტემები აქვს, - მართვად სარაკეტო ტექნოლოგიებზეა საუბარი.

"შესაძლებლობა გეძლევა მოწინააღმდგის სარაკეტო სისტემების და ბალისიტიკური რაკეტების გამორთვა განახორციელო. გარკვეულწილად დრონების სიტემაზეც იმოქმედო. ამასთანავე, ეს შეიარაღება რადიოელექტრონულ ჩამხშობ იარაღადაც გამოდგეს.

„ეს ჯერჯერობით ახალი ტიპის იარაღია, - მეხუთე თაობის შეიარაღებას ეკუთვნის და საბრძოლო ვითარებაში ნაკლებად არის გამოყენებული. როგორც ჩანს, ამერიკელები აპირებენ ეს იარაღი ირანის წინააღმდეგ გამოიყენონ. ირანს ალბათ მოუწევს თანამშრომლობა. მათ შეიძლება გამოიყენონ ძველი, მაგრამ საკმაოდ ადაპტირებული შეიარაღება, რომელიც ახალი ტექნოლოგიური ელემენტის გამოყენებას არ მოითხოვს," - ამბობს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×