რეზონანსი
22.05.2019

 (რეზონანსი) პირველადი ინფორმაციით, იტალიაში ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ავტობუსში, რომელიც იტალიაში გზიდან გადავარდა, საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა.

„იტალურმა მხარემ დაადსტურა, რომ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სიენა-ფლორენციის გზაზე მიმავალ ტურისტულ ავტობუსში. პირველადი ინფორმაციით, არც ერთ მათგანს სხეულის დაზიანება არ მიუღია", - აცხადებენ საგარეო უწყებაში "პირველ არხთან".

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს კონსული არკვევს თითოეული მათგანის მდგომარეობას არკვევს.

იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე, 15 ადამიანი.

ავტობუსში რუსი, სომეხი, მოლდოველი, ქართველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ, სულ 60 მგზავრი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×