რეზონანსი
22.05.2019

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს სასამართლომ 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს.

ბრალდებულის მამის თქმით, მთავრობამ მის შვილს ხელი შეაწმინდა და გაწირა.

„ველოდით, რომ 6 თვეს აკმარებდნენ და ველოდით. რადგან მაშინ არასრულწლოვანი იყო, ველოდით. რომ პირობით სასჯელს აკმარებდნენ, - აცხადებს ბრალდებულის მამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×