რეზონანსი
22.05.2019

 (რეზონანსი) ლარი გაუფასურებულია დოლართან მიმართებით, სხვა ვალუტებთან თითქმის არა, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ლარის გაუფასურების საკითხს.

„ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძველი ლარის გაუფასურების არ არსებობს. შესაბამისად, მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ლარზე გავლენა არ აქვს. გაუფასურების მიზეზი, სავარაუდოდ არის მოლოდინები, რომელიც ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს აქვთ. ჩვენ თუ შევხედავთ გაუფასურებას, გვაქვს მხოლოდ დოლართან მიმართებით. სხვა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურება ძალიან მცირეა ან თითქმის არ არის, - განაცხადა კაკაურიძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზს საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ პროცესი ლარის მყიდველობით უნარზე არ აისახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×