ცნობილი ხდება ახალი ინფორმაცია აღაიანში ჩადენილი საშინელ ტრაგედიაში ბრალდებულის შესახებ. ის გახლავთ 16 წლის მ.შ, რომელიც სამართალდამცავებმა ფაქტიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ არასრულწლოვანი დედა საკუთარ ჩვილს ხშირად უყვიროდა, რადგან ბავშვის ტირილი აღიზიანებდა. მათივე ბავშვის გაგუდვის შემდეგ მ.შ-მ სახლიდან ფული, ოქროული და ტანსაცმელი წაიღო და თბილისში გაიქცა.
პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ამბობს:
„ტკივილი მინდოდა მიმეყენებინა, უფრო მეტად ჩემი თავისთვის“.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით.