რეზონანსი
22.05.2019

შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აღა­ი­ან­ში. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით 1 წლამ­დე ასა­კის შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 16 წლის გო­გო­ნა მ.შ და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვებ­ის თქმით, 7 თვის ბავ­შვი მა­მამ სახ­ლში მოკ­ლუ­ლი იპო­ვა.

შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, პო­ლი­ცი­ამ ბავ­შვის გან­ზრაზ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის დედა და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვა­ნია. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, დე­დამ შვი­ლი გა­გუ­და.

„მა­მამ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი 21 მა­ისს, დი­ლით, 05:00 სა­ათ­ზე, სა­ბავ­შვო ეტ­ლში იპო­ვა, მისი 16 წლის ცოლი კი სახ­ლი­დან იყო გაქ­ცე­უ­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, ოქ­როს ნივ­თე­ბი წა­ი­ღო და ისე მი­ი­მა­ლა. ბავ­შვის დედა პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, თბი­ლის­ში იპო­ვა“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რებ­მა.

ბავ­შვის დედა და­კა­ვე­ბუ­ლია და ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×