
ნიკა მელიას განცხადებით, მას 19 მაისის არჩევნების დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან არ უკონტაქტია, თუმცა მასთან ჩასვლას აპირებს. ნაციონალური მოძროაბის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა, თავად უკეთ ხედავს, რა ხდება ადგილზე, ვიდრე ქვეყნიდან დევნილი მიხეილ სააკაშვილი.
"ასი ათასობით ადამიანი ამ პროცესში არის ჩართული და იმედის თვალით შემოგვყურებს და ჩვენ არ გვაქვს მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვების უფლება. მე ვარ მომხრე ყოველგვარი აქციის, მწვავე ოპონირების საკრებულოებსა და პარლამენტში, ქუჩის აქციებისაც. თუ ამ წლების განმავლობაში რამეს ვაკეთებ და თუ ვინმე რადიკალურობით გამოირჩევა, ერთ-ერთი მე ვარ. როგორ შეიძლება, მელიას დააბრალო, რომ არ უნდა პროცესების რადიკალიზაცია, რომელიც მოემსახურება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას,
მაგრამ თარიღის დაკიდება ერთ კონკრეტულ დღეს, დიდი მანიფესტაციის მოწყობა ისე, რომ იქიდან შედეგით ვერ წამოვალთ, ეს იქნება მთელი ოპოზიციური სპექტრის მარცხი" - აღნიშნა მელიამ გადაცემა" რეაქციაში.