რეზონანსი
21.05.2019

 (რეზონანსი) ორენბურგის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ონიანის ესპანეთისთვის ექსტრადიციის საქმის განხილვა 8 ოქტომბრამდე გადადო. მის გადაცემას ესპანეთი ფულის გათეთრებაზე ბრალდების გამო მოითხოვს.

სამეფოს პროკურატურა მისთვის 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას 50 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის გადადებას ითხოვს.

60 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი 9 აპრილს რუსეთის „შავი დელფინის" კოლონიიდან სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა, თუმცა ესპანეთში მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნის გამო, იმავე დღეს დააკავეს და წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ რუსეთი ძალიან იშვიათად გადასცემს ესპანეთს ძებნილებს, მითუმეტეს ისეთებს, როგორიც „ტაროა".

ონიანს რუსეთის მოქალაქეობა 2006 წელს მისცეს, როცა ის სწორედ ესპანეთიდან გაიქცა, რადგან მის დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა.

რუსულ მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ონიანი ესპანეთის ნაცვლად საქართველოს გადასცენ, საიდანაც ის თურქეთში გადავა. ეს არის ქვეყანა, რომელშიც მისი კლანის წევრების დიდი ნაწილი იმყოფება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×