რეზონანსი
21.05.2019

 რეჟისორი გიორგი ლასარეიშვილი, რომელმაც თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებისთვის მუსიკალური კლიპი გადაიღო, ზეწოლაზე საუბრობს. არსებული ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, სწორედ აღნიშნულ ვიდეორგოლს მოჰყვა, რომელშიც ქურდული სამყარო იყო გაშარჟებული. როგორც ლასარეიშვილმა განაცხადა კლიპის ატვირთვისთანავე სკოლის დირექციის მხრიდან მასზეც და კლასის მოსწავლეებზეც განხორციელდა ზეწოლა. მათ ვიდეოს წაშლას აიძულებდნენ.

„არაფერი ვიცით მომხდარის შესახებ და გაურკვევლობაში ვართ რა შუაშია ჩვენი კლიპი დაპირისპირებასთან. ჩვენ პირველი ვარიანტი გვქონდა ატვირთული, სადაც იყო ჟარგონული სიტყვები გამოყენებული და როგორც მე გავიგე ბავშვებისგან, მოსწავლეებისგან, რომ ეს ვიდეო უნდა წაიშალოსო ამბობდნენო. ასე კონკრეტულად ვინ ამბობდა, როგორ ამბობდა ეგ არ ვიცი, მაგრამ ვარაუდის დონეზე მოდიოდა დირექციისგან“, - განაცხადა "რუსთავი2"-თან ლასარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×