(რეზონანსი) ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შუალედური არჩევნების შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციაა, ამის დასტური კი იყო ნიკა მელიას კრიტიკული განცხადება, რამაც პარტიის ცალკელი წარმომადგენლები გააღიზიანა და დააბნია.
ერთ-ერთია სალომე სამადაშვილი, რომელიც პირდაპირ არ ასახელებს ნიკა მელიას, თუმცა მისი წერილის შინაარსიდან გამომდინარე სწორედ მას ეხება ის შეფასება, რაც სოციალურ ქსელში დაწერა:
"შეიძლება ბევრი ვიდავოთ ბრძოლის მეთოდებზე, გზებზე, სწორ სამოქმედო გეგმაზე. სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არაა ადვილი საქმე. მაგრამ აი ის ხალხი, ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და პირად, დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს, მაინც ყველაზე სამარცხვინოდ უღირსი ხალხია.ვინც ვიბრძვით, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა შეიძლება ბევრი ვიკამათოთ-როგორ. თავისუფალი ხალხი ესეა, და თავისუფლებისათვის რომ იბრძოლო, ჯერ შენში უნდა იპოვნო ეს თავისუფლება."- დაწერა სალომე სამადაშვილმა ფეისბუქში.