რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) პარიზში, ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი მამაკაცი გახდა, რომელიც დაინახეს, კოშკზე როგორ ადიოდა.

„ეიფელის კოშკი ამ დროისთვის დაკეტილია შემდგომ მითითებამდე. სტუმრებს ვურჩევთ გადადონ კოშკზე ვიზიტი", - წერია ეიფელის კოშკის „ტვიტერის" გვერდზე. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

„შემჩნეულია ალპინისტი. ეს სტანდარტული პროცედურაა: უნდა შევაჩეროთ ადამიანი, რის გამოც საჭიროა ევაკუაცია", - განაცხადეს თანამშრომლებმა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×