(რეზონანსი) უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკი საქართველოში უძრავ ქონებას ფლობს - 10 ნომერი მშენებარე სასტუმროში.
ინაუგურაციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ფინანსური დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის შემოსავლებს და ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.
რა დაადეკლარირეს უკრაინის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ:
- სახლი და მიწის ნაკვეთი კიევის ოლქში;
- 4 ბინა კიევში;
- ბინა ყირიმში;
- ორი ბინა კიევში (მესამე პირის საკუთრებაშია);
- ორი საპარკინგე ადგილი კიევში;
- საპარკინგე ადგილი ყირიმში;
- ორი საპარკინგე ადგილი კიევში (მესამე პირის საკუთრებაშია);
- ორი არასაცხოვრებელი ფართი კიევში;
- ორი სახლი იტალიაში;
- ორი ბინის იჯარა დიდ ბრიტანეთში;
- 10 სასტუმრო ოთახი საქართველოში (მშენებარე);
საპრეზიდენტო წყვილის დეკლარაციაშია ორი ავტომობილი (Range Rover и Mercedes-Benz S 500), 6 წყვილი საათი და ფასიანი ქაღალდები.
1 წლის განმავლობაში ზელინსკიმ თითქმის 4,170 მლნ გრივნა გამოიმუშავა (დაახლოებით, 160.000$).
პრეზიდენტმა ასევე დაადეკლარირა 400.000 $ პრივატ-ბანკში, 100.000 ევრო ნაღდი ფულით და 1 მლნ გრივნა დეპოზიტზე.
ცნობისთვის: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 30 აპრილს გაიმართა, იუმორისტმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ ხმათა უმრავლესობით, 73,22%-ით გაიმარჯვა.
bm.ge