რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ახალი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას აანონსებს და ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"სირცხვილია, გარეთ 21-ე საუკუნეა. დეპუტატს ხელებს უგრიხავს საარჩევნო უბანზე პოლიცია. იპარავენ დამკვირვებლის თვალწინ საარჩევნო ხმებს. კრიმინალებთან ერთად მოძრაობს და ერთად ატერორებენ. აშინებენ ოჯახებს. ემუქრებიან გამოშვებული პატიმრების უკან საპატიმროში შებრუნებით, ნუ ფულის ჩამორიგება სიგარეტის კოლოფებით. უკვე თავად ნახეთ კადრები,.თუ რაიმე სიბინძურე არსებობს ყველაფერი იკადრეს და ვინმემ უნდა დაიჯეროს, რომ 90-იანების ტერორ გამოვლილმა სამეგრელომ, ზედ რომ გადაუარეს, იმ დროის კრიმინალებთან შეკრული ხელისუფლება აირჩია?! არც არავინ დაიჯერებს!

ჰოდა ამიტომ ბრძოლა და ბრძოლა - დემოკრატიული, გავითარებული ქვეყნისთვის, საქართველოს წარსული და მომავალი ილიაა - განვითარება და არა 90-იანების კრიმინალებთან გარიგებული ხელისუფლება! წინ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის ბრძოლაა, დიდი ბრძოლა, ახლა იწყება, რაც იწყება. სისტემა, სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის, ძირშივე გამანადგურებელი საარჩევნო სისტემა სასწრაფოდ შესაცვლელია და დასრულდება ხალხის "გადაგდება", ტერორი და წვალება! არჩევანი -არჩევნების მოსაპოვებლად! აი ეს ბრძოლა იწყება! გარეთ კი 21-ე საუკუნეა - ვაი სირცხვილო, ეს ვინ მოვიყვანეთ!", - წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×