რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) სოფელ ნორიოსთან ავტოსაზგაო შემთხვევას 31 წლის მამაკაცი ემსხერპლა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევა 18 მაისს მოხდა.

თანასოფლელები ამბობენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

„საკუთარ მანქანაში მარტო იყო, საჭესთან თავად იჯდა. დეტალები არ ვიცით. ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა ჰქონია", - ამბობენ თანასოფლელები.

გ.გ. თბილისში მუშაობდა და ნაქირავებ ბინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

გარდაცვლილ მშობლისურ სოფელში - მლაშეში დღეს გადაასვენეს და ხუთშაბათს დაკრძალავენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

უწყებაში განმარტავენ, რომ იმის გამო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე არ გარდაცვლილა, გამოძიება ამ მუხლით დაწყო და შემდეგ გადაკვალიფიცირდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×