რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

დეკანოძე მმართველი პარტიიდან ქალებს მოუწოდებს, რომ დაგმონ ღარიბაშვილის განცხადება.

"მე, როგორც ქალმა პოლიტიკაში და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება ქალი პოლიტიკაში თავდასხმის ობიექტი, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ დაგმონ და დავგმოთ, წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომელიც ხორციელდება ქალების მიმართ. რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ეს არის კომიკური, კარიკატურული ფიგურა და მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი მივმართავ მას, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×