რეზონანსი
20.05.2019

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტისმოძრაობა დაიკეტება.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება.

რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×