რეზონანსი
19.05.2019

 გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს აანონსებს. მისი თქმით, ზუგდიდის მერის არჩევნები სანდრა რულოვსმა მოიგო და თუ ხელისუფლება ამ შედეგს არ აღიარებს, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტოდ უნდა შეიკრიბოს.

„ჩვენ ვიცავთ თითოეულ ხმას. ადამიანების ხმებს ვიცავთ ლიდერები უბნებზე დანაწილებულები. ეს არის ბრძოლა, რომ ხალხმა უბნებზე საკუთარი ხმა დაიცვას. მე დღეს ვარ გაოცებული და აღშფოთებული, ქალბატონმა მოიგო არჩევნები, რა ქნას მეტი. ძალიან ვარ შეშფოთებული. ჩვენ ეს არჩევანი უნდა დავიცვათ კანონის და სამართლის ფარგლებში. თუ არ აღიარებენ უნდა დავიძრათ და ჩამოვდგეთ რუსთაველზე“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×