რეზონანსი
19.05.2019

 „თუ ისინი გამოაცხადებენ „ქართული ოცნების“ პირველ ტურში გამარჯვებას მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა. სანდრა რულოვსის თქმით, ის პირველივე ტურში უპირობოდ იმარჯვებს.

არ შევეგუები, „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში გამარჯვება გამოაცხადოს, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა. სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად სოფელ-სოფელ ივლის, როგორც ზვიად გამსახურდია.

"მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მე მზად ვარ. ​თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვხუმრობ. მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტეტს“, – განაცხადა რულოვსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×