რეზონანსი
19.05.2019

 თინა ბოკუჩავა ზუგდიდში მე-9 საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს. პარლამენტის დეპუტატ თინა ბოკუჩავას პირადობის უქონლობის გამო ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის დროს დარჩენის უფლებას არ მისცეს.

ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი და ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვს.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ირინე კარტოზია ამბობს, რომ ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა უბანზე.

დეპუტატს საარჩევნო უბანი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×