რეზონანსი
19.05.2019

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გივი თარგამაძის თქმით, არ არსებობს საფუძველი, რომ არჩევნების შედეგები არ აღიარონ. ამის შესახებ თარგამაძემ, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გივი თარგამაძე არ გვაქვს საფუძველი არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი არის გამოძევებული უბნებიდან და დღის განმავლობაში იყო გარკვეული ექსესები, ჩვენ გვინახავს მარნეულში ბევრად უფრო მძიმე სურათი არჩევნების მიმდინარეობის დროს. ამ დრომდე რა ვითარებაც იყო არ გვაქვს საფუძველი არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგი“ - განაცხადა თარგამაძემ

პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე, მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×