რეზონანსი
19.05.2019

 მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ევროვიზიის შედეგებს და თამთა გოდუაძისთვის ქართველი ჟიურისგან 6 ქულის დაწერას მწვავედ აკრიტიკებს.

მომღერალი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველომ თამთას 6 ქულა, ჩეხეთს კი 12-დაუწერა.

" საქართველოს ჟიურის თამთასთვის 6 ქულა დაუწერია ევროვიზიაზე და ჩეხეთისთვის 12. არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ ძაან ტეხავს. ყველა მხრივ ესეთი სიქაჯე ტეხავს!" - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი გახდა. მან ჟიურისა და მაყურებლის ქულათა ჯამით საუკეთესო შედეგი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა შვედი მომღერალი. მესამე - კი, რუსეთის წარმომადგენელი .

ევროვიზიის ფინალში 26 ქვეყნის წარმომადგენელმა იმღერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×