რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქცია მიმდინარეობს.

პარტიის ლიდერი კახა კუკავა და მერობის კანდიდატი გოგი წულაია შენობასთან პარტიის კოორდინატორებთან ერთად მივიდნენ. წულაიას განცხადებით, მათ პროტესტის ნიშნად, დამკვირვებლები ყველა უბნიდან მოხსნეს.

„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო. ჩემი კოორდიანტორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვალად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

კახა კუკავას თქმით, მოსალოდნელია მეორე ტური, სადაც მის კანდიდატს გადასვლის დიდი შანსი აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×