რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) მომღერალი ანრი ჯოხაძე ევროვიზიის შედეგებს და თამთა გოდუაძისთვის ქართველი ჟიურისგან 6 ქულის დაწერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"თამთას 6 ქულა ქართული "პროფესიონალი" ჟიურისგან.

რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას ლეველს!!!

მხოლოდ საქართველოში არ გაპატიებენ წარმატებას.

შური კლავს მეგობრებო !!!" - წერს ანრი ჯოხაძე.

ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი გახდა. მან ჟიურისა და მაყურებლის ქულათა ჯამით საუკეთესო შედეგი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა შვედი მომღერალი. მესამე - კი, რუსეთის წარმომადგენელი .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×