რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში, სენაკში იმყოფება, სადაც მან მედიასთან საარჩევნო პროცესში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის, ამისთვის არსებობს სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ცესკო. ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა არაფრისგან თემების შექმნის და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში სხვებთან შედარებით, ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, არის გარკვეული პრობლემები, თუმცა იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება“, – განაცხადა გახარიამ.

„ასევე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირებაა ზუგდიდში. ჩვენ, მეგრელებს ახლა სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა, მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ ის ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავის ახალ მერთან ზუგდიდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×