ია აბულაშვილი
19.05.2019

 ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი რუსეთს ესტონეთზე თავდასხმისა და ახალი შეიარაღებული კონფლიქტის მომზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლენარტა მერის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. 

მინისტრის თქმით, რუსეთმა 2018 წელს თავის დასვლეთის სამხედრო ოლქში შვიდი ახალი პოლკის ფორმირება მოახდინა, რომლებიც დისლოცირებული არიან ესტონეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს თავისი გლობალური სამხედრო გავლენა, რომელიც საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში დაკარგა და უახლოეს მომავალში ნატოს დასუსტდების იმედი აქვს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ევროპის საბჭოს გადაწყვტილება, რომლის თანხმადაც, მოსკოვს ამ ორგანიზაციაში ხმის უფლება უბრუნდება. მისი თქმით, იგ ელოდება, რომ რუსეთ-ევროსაბჭოს ურთიერთობის დღის წესრიგში ასევე შეიძლება დადგეს რუსეთისათვის სანქციების გაუქმების საკითხიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×