რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება და გამარჯვებას გეგა შენგელია მოიპოვებს. ამის შესახებ ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა

„მინდა მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშორებით. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი აქტივობის პირობებში გეგა შენგელია ლიდერობს და ჩვენ უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი.

 რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა პროვოკაციების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და სხვადასხვა ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ცხადზე ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი იყო სიტუაციის არევა ზუგდიდში, სიტუაციის ე.წ ადუღება, როგორც ისინი ამბობენ და შემდგომში ამ ვითარების გავრცობა მთელს საქართველოზე. პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ზუგდიდიდან არ დაიწყება და ამას ზუგდიდიდან ისინი ვერ მოახერხებენ“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×