რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაკავებული 5 პირიდან უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე.

ამის შესახებ მეზვრიშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხუთივე პირი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

„5 პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის მმართველი პოლიტიკური პარტიიდანაც, თუმცა, უმრავლესობა აქედან გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე. ადმინისტრაციულად იყვნენ დაკავებულები და გავათავისუფლეთ", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×