რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის" დროს განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას" არჩევნებში ძალიან ცუდად აქვს საქმე.

„ახლა გამოდიან „ქართული ოცნების" წარმომადგენლები - აი, „ნაციონალები" ბევრი ჩამოვიდნენ, აი, „ნაციონალებს" უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაოებები, ეს ადამიანები, ივანიშვილის შნირები ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე გული გისკდებოდეთ, რომ ვაიმე, ვაიმე, პროვოკაციაზე არ წამოგვეგონ, ვის რაზე უნდა წამოეგონ, ეგენი არიან დამთავრებულები.

ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე, ჩვენ ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს, ყოველ ჯერზე აყალბებენ, ყოველ ჯერზე ივანიშვილი მიმართავს ვირეშმაკობას, სიგარეტის კოლოფებში არიგებენ ახლა ფულს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×