(რეზონანსი) ზუგდიდში, 21-ე და 87-ე საარჩევნო უბნებზე ხმაური იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების" აქტივისტებს სამაგიდო სიები აქვთ, სადაც პერსონალური ინფორმაცია იკითხებოდა.
ბრალდების ადრესატები, სამაგიდო სიების არსებობას უარყოფენ. ამბობენ, რომ ისინი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას მხარდამჭერები და ამავე უბნის ამომრჩევლები არიან. სიებთან კი კავშირი არ აქვთ.
ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, ჟურნალისტები გაესაუბრნენ ქალს, რომელსაც საარჩევნო სიები ჰქონდა.
კითხვაზე, რა მიზეზით იმყოფება უბანთან, ქალმა ასე უპასუხა: „საქართველოში იყოს სიმშვიდე, სიხარული, სიყვარული... დიდება უფალს. გაუმარჯოს ღვთისმშობელს, მის კვართს".